07 მაისი 2024,   11:27
ვრცლად
ხვალ ესპანეთში საპარლამენტო არჩევნებია - ბოლო ოთხ წელში ქვეყანა პარლამენტს მესამედ ირჩევს

ესპანეთში ბოლო ოთხ წელში რიგით მესამე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.

მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა ხვალ უნდა აირჩიოს.

საარჩევნო კამპანია პოლიტიკურმა პარტიებმა მხარდამჭერებთან მასშტაბური შეხვედრებით დაასრულეს.

კორუფციული სკანდალის გამო, მკვეთრად დაეცა წინა არჩევნებში გამარჯვებული ხალხის პარტიის რეიტინგი და სიის სათავეში მოექცა მისი მთავარი ოპონენტი - სოციალისტური პარტია, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ულტრა-მემარჯვენე პარტიასაც. 

დღის ამბები