10 მაისი 2024,   21:03
ვრცლად
„ხელმრუდი საჯარო მოხელეები და პარაზიტები" - აჭარის მთავრობის მეთაური ჩინოვნიკებს დაჭერით დაემუქრა

„ხელმრუდე საჯარო მოხელეები და პარაზიტები, რომლებიც განსასჯელთა სკამზე უნდა მოხვდნენ,“ - ასე მოიხსენია აჭარის მთავრობის მეთაურმა თანაგუნდელები.

თორნიკე რიჟვაძემ განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

აჭარაში დიდი საკადრო წმენდა იწყება. რეგიონის მთავრობის მეთაური ჩინოვნიკებს დაჭერით დაემუქრა. მან კორუფციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა არავის შერჩება.

რიჟვაძე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურების გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს. 

„მოგიწოდებთ, კიდევ უფრო გაძლიერდეს შიდა აუდიტის სამსახურები და მონიტორინგის სამსახურები. მეც ასევე ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახო სწორედ ის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან, რომელსაც დავუდეთ საფუძველი. ამ მიმართულებით არ ვაპირებთ, რომ მოვდუნდეთ. ყველა ხელმრუდი საჯარო მოხელე, რომელიც გაბედავს, რომ საჯარო რესურსების პარაზიტად გადაიქცეს, უნდა მოხვდეს განსასჯელის სკამზე,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები