08 მაისი 2024,   23:23
ვრცლად
„7 წელია, ველოდებით, არაფერი სასიკეთო არ არის“ - გაერთიანებული ოპოზიციის ზესტაფონის მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის ზესტაფონის მერობის კანდიდატი, ბაქარ ხიჯაკაძე, სოფელ კვალითში მოსახლეობას შეხვდა.

ხიჯაკაძემ მოსახლეობას მისი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და დაწყებელ და დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

კანდიდატმა  ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ამომრჩევლები, რომლებმაც წინა არჩევნებზე სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭირა მხარი, თუმცა, ახლა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატის მომხრეები არიან.

„ხალხს მიხედონ... 7 წელიწადია, ველოდებით, არაფერი სასიკეთო არ არის. ვართ სოფლებში, ვშრომობთ, მაგრამ ყველასგან მიტოვებულები... არ გვაქვს გზა, არ გვაქვს წყალი, არაფერი არ გვაქვს აბოლუტურად ქვეყანაზე,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დღის ამბები