09 მაისი 2024,   00:25
ვრცლად
არჩევანი ღირსებას და ყველაზე უარესს შორის - დეპუტატები ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე

არჩევანი ღირსებას და ყველაზე უარესს შორის - ასე გამოეხმაურნენ ეკა ბესელიას თანაგუნდელები მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებას შეეხება.

ეკა ბესელიას კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ პარლამენტის ჩართულობა მოსამართლეთა შერჩევის დროს გაზრდილია. კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე ეტაპს მოიცავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს კანდიდატურებს, პროცესი სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ინაცვლებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების და იურისტების მიერ იქნება დაკომპლექტებული. ამ საფეხურების გავლის შემდეგ კი უკვე დაიწყება პარლამენტში განხილვა.

ოცნების ყოფილი წევრები მოუწოდებენ ყოფილ თანაგუნდელებს, რომ შეძლონ პოზიციების ღიად დაფიქსირება და მხარი დაუჭირონ ბესელიას კანონპროექტს.

Image result for გედევან ფოფხაძე„ჩემთვის არ არის ეს არჩევანი, რომლის წინაშეც ამ კვირაში ვდგავართ, უბრალოდ, არჩევანი ცუდსა და კარგს შორის. ეს არის არჩევანი ღირსებას და ყველაზე უარესის თქმას შორის, არც ვიცი, რა სიტყვა გამოვნახო იმ მეორე არჩევანის სასარგებლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს მეხსიერებას ხაზი არ უნდა გადავუსვათ. რისთვის ვიბრძოდით და რა იყო ჩვენი მიზანი 2012 წელს, ეს არ უნდა დავივიწყოთ. თორემ ძალიან მალე ჩვენ დავემსგავსებით იმ ადამიანებს, რომელთაც 9-წლიან ხელისუფლებაზეც ასე გამუდმებით ვსაუბრობდით ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში,“ - გედევან ფოფხაძემ.

ირაკლი კობახიძის და მისი გუნდის მიერ წარდგენილი კანონპროეტის დამტკიცების შემთხვევაში რომ ძალაუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში მოექცევა, ამაზე საუბრობს პარლამენტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე.

დეპუტატის შეფასებით, კობახიძის კანონპრექტის გასვლის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქვეყნის უმთავრეს ინსტიტუტებს საკუთარი გავლენების ქვეშ მოაქცევს.

Image result for ზვიად კვაჭანტირაძე„იმ კანონპროექტის მიღებით, რომელსაც ხელისუფლება აპირებს მალე მესამე მოსმენით მიიღოს, საქართველოში ძალიან სერიოზული ძვრები იწყება. ეს არის სიმართლე იმიტომ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში მალე არაოფიციალურად გადავა განუსაზღვრელი ძალაუფლება და მალე მოხდება ისე, რომ სწორედ ეს ხალხი გააკონტროლებს ყველაფერს საქართველოში, ისინი დანიშნავენ პარლამენტს, საარჩევნო სიებსაც ისინი შეადგენენ, პრეზიდენტსაც ისინი დანიშნავენ, პრემიერ-მინისტრს, აღარ ვლაპარაკობ უკვე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებზე,“ - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

ოცნების საერთო იდეოლოგიისა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოზიციის ღიად დაფიქსირებას ურჩევს ყოფილ თანაგუნდელებს ლევან გოგიჩაიშვილი.

Related image„ვხვდები, რომ ბევრ ადამიანს არ გააჩნია რესურსი იმისა, რომ წინააღმდეგ წავიდეს პარტიის თავმჯდომარის ნების, იმ ადამიანის ნების, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება აქვს, ბუნებრივია, ამ ქვეყნის წინაშე იმ მოცემულობაში, როდესაც რეჟიმის გასტუმრება იყო, მაგრამ ის, რომ ახლა ჩავაბაროთ ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში სასამართლო, ეს არ გამოვა. სახელმწიფო ინტერესები და ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა არის, ვიდრე ერთი ადამიანის მიმართ ლოიალობა ან თუნდაც პატივისცემა,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

სასამართლო სისტემაში რომ ხარვეზებია და მათ შორის, კორუფციის ნიშნები გამოიკვეთა, ამაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს მდივანი, გიორგი კანდელაკი.

Image result for გიორგი კანდელაკი„საქართველომ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების წყალობით გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი უკან იმიტომ, რომ სასამართლო არათუ ვერ გახდა და არ გახდა დამოუკიდებელი, არამედ ჩვენ როგორც ვიხილეთ რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევაში, უკვე შემოიპარა კორუფციის ნიშნები და სასამართლო აღმოჩნდა ამ კლანის ხელში. ასეთი ჩიხიდან გამოსავალი არის მხოლოდ ექსტრაორდინალური ნაბიჯები, რომელშიც შეიყვანა ქართულმა ოცნებამ ამ შემთხვევაში სასამართლო და ზოგადად, ქვეყანა და ერთ-ერთი ასეთი ექსტრაორდინალური ნაბიჯი, რაც აუცილებლად გადაიდგმება ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, იქნება ნაფიცმსაჯულების ინსტიტუტის განვრცობა მთლიანად ყველა სისხლის სამართლის საქმეზე,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები