09 მაისი 2024,   03:04
ვრცლად
შარშან ქვეყანა, თითქმის, 100 000-მა ადამიანმა დატოვა - მიგრაციის მაჩვენებელი უარესდება

თითქმის 100 000-მა ადამიანმა შარშან საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. წინა წელთან შედარებით, 13000-ით მეტი წავიდა ქვეყნიდან. სტაბილურად უარყოფითია სხვაობა ემიგრანტ და იმიგრანტთა რაოდენობას შორის. შარშან საქართველო 11 ათასით მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე შემოვიდა.

მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.  

ოპოზიციას საქსტატის ციფრების ბოლომდე არ სჯერა, თუმცა მიიჩნევს, რომ ემიგრანტთა რიცხვის მატება არა ვიზალიბერალიზაციას, არამედ ეკონომიკურ სიდუხჭირეს უკავშირდება და ამტკიცებს, რომ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ხალხი ქვეყნიდან გარბის.

მმართველი გუნდი ხელისუფლების ოპონენტების პრეტენზიებს არ იღებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წამსვლელთა დიდი ნაწილი შრომითი მიგრანტია და ისინი სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს გაურბიან.

ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ამბობს, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილებით მიგრაციის ტალღის შეჩერება მთავარი პრობლემების მოგვარების გარეშე შეუძლებელია.

 

დღის ამბები