09 მაისი 2024,   05:22
ვრცლად
"ოცნება" შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს - რეგულაციები I სექტემბრიდან ამოქმედდება

ქართული ოცნება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომელიც მხოლოდ პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

თუ ბიზნესმენს 100 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მაშინ ამ ხალხის მუშაობის უსაფრთხოება ერთმა სპეციალისტმა უნდა გააკონტროლოს. 100-ზე მეტი დასაქმებულის შემთხვევაში კი ფირმა ვალდებული იქნება, სპეცილური სამსახური შექმნას, რომელიც 24 საათის განმავლობაში შეამოწმებს, არის თუ არა უსაფრთხო გარემო სადაც მოქალაქეები მუშაობენ.

პირველი სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოებას მხოლოდ კომპანიის შერჩეული კადრები არ გააკონტროლებენ. შრომის ინსპექციას უფლება ეძლევა, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, კომპანიაში ინსპექტირებაზე შევიდეს.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები პირველი სექტემბრიდან უნდა ჰყავდეს ისეთ კომპანიებსაც, რომლის თანამშრომლებიც სახიფათო სამუშაოებს არ ასრულებენ.

ასეთი ორგანიზაციებისთვის ახალი კანონი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, თუ კანონს დაარღვევენ, დაჯარიმდებიან. ამიტომ ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ახალ თანამშრომლებს არ აიყვანენ და არსებულ კადრებს გადაამზადებენ.

ექსპერტები მთავარ პრობლემად საქართველოში ამ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტს ასახელებენ.

 

დღის ამბები