09 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
"გვეუბნებიან, თავი შეიკავეთო. მაშინ მიდით და თქვენ გააკეთეთ რაღაცა" - სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას მიმართავენ

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ დავით გარეჯში გზის ჩაკეტვას 5 მაისიდან ელიან. მათი თქმით, ისინი ამ დროისთვის უდაბნოს მონასტერში იდგებიან.

სამოქალაქო აქტივისტი და რესტავრატორი გოგიტა ბუხაიძე 2012 წელს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ სამოქალაქო აქტივისტებმა დიდი როლი შეასრულეს პრობლემის მოგვარებაში.

რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას, აქტივისტების თქმით, თუ მათ დავით გარეჯში დგომას ხელისუფლება აუკრძალავს, მაშინ თავად იმოქმედონ. 

„2012 წელს ხალხის დიდი ნაკადი მივიდა. ახლა გვეუბნებიან, თავი შეიკავეთ, თავი შეიკავეთო. მაშინ მიდით და თქვენ გააკეთეთ რაღაცა. თავიდან, 1997 წლამდე ამბობდნენ, რომ ეს მთას სტრატეგიული ობიექტიაო, შემდეგ მიხვდნენ, რომ არ იყო მყარი არგუმენტი. თუ არ ვცდები, 2016 თუ 2017 წლებში რუკის მიხედვით გაიზომა ყველაფერი და ჩიჩხატურიდან, თუ არ ვცდები, 270 მეტრი არის ქვევით საზღვარი და უდაბნოდან, სადღაც, 320 მეტრამდე იყო საზღვრამდე, მაგრამ აქამდე ეს საქმე არავის დაუძრავს.

"ვაპირებთ ჩასვლას. ვერავინ ნახავს ერთ კადრსაც კი, რომ ჩვენ აზერბაიჯანელი მესაზღვრისთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებინოს ან ახლა და ან 2012 წელს. ჩვენ მივდივართ 5-ში იმიტომ, რომ მესაზღვრეებისგან ვიცით, რომ აპირებენ ჩაკეტვას,“ - ამბობს გოგიტა ბუხაიძე.   

დღის ამბები