09 მაისი 2024,   00:32
ვრცლად
"აზერბაჯანელების ფსიქიკიდან გამომდინარე, ეს არის ის, რომ ხელისუფლება უწყობს პროვოკაციას" - დავით ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

„ვერცერთი ვერ დააჯერებთ აზერბაიჯანს, ალიევიდან დაწყებული და საზღვარზე პოლკოვნიკლებით დამთავრებული, რომ თქვენ ხართ სამოქალაქო აქტივისტები. მათი ფსიქიკიდან გამომდინარე, ეს არის ის, რომ ხელისუფლება უწყობს პროვოკაციას,“ - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ზურაბიშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

ზურაბიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, აზერბაიჯანულ მხარე მათ აქტივობას განსხვავებულად აღიქვამს.

ზურაბიშვილის თქმით, აზერბაიჯანული მხარისთვის პრეზიდენტის განცხადება, რომ საზღვრის დემარკაცია უნდა მოხდეს, აღქმული იყო, როგორც იმის განაცხადი, რომ ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის. სწორედ ამის გამო გამწვავდა სიტუაცია.

მისი თქმით, პრეზიდენტს ჯერ საკითხი უნდა მოემზადებინა და შემდეგ გაეკეთებინა განცხადებები. ზურაბიშვილი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და საზოგადოების ინფორმირებისკენ მოუწოდებს.

„მე მინდა ვთქვა, რასაც მიქარავს ხელისუფლება - ამ ხალხსაც უნდა ელაპარაკოს, ამ სამოქალაქო აქტივისტებსაც, მიაწოდოს ინფორმაცია. უნდა უთხრას, რას აპირებს, მეტ-ნაკლებად ჩააყენოს საქმის კურსში. ასე ხომ არ შეიძლება, თვითონ არაფერს აკეთებენ, ჩუმად არიან, შესტკივა ამ ხალხს გული,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დავით გარეჯის უდაბნოში ვითარება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა. დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.

აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ისევ საფრთხე ემუქრება. ამ დროისთვის ადგილზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების უპრეცენდენტო რაოდენობა არის განლაგებული.

დღის ამბები