09 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
"პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, იყო ამ კონკრეტული ესკალაციის მაპროვოცირებელი" - თინა ბოკუჩავა გარეჯის შესახებ

"ხელისუფლებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც აგვიხსნის, რა ხდება და ეს კიდეც ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ინსტიტუციების პრობლემაა," - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა, გადაცემა არჩევანში საუბრისას. 

მისი თქმით, ერთადერთი, ვინც დავით გარეჯში არსებულ პრობლემაზე საუბრობდა, პრეზიდენტის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის უფროსი იყო. თუმცა, ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ ხვალ ლაშა ჟვანიამ მისი განცხადებები პირად კომენტარებად წარმოაჩინოს.

ბოკუჩავა პრეზიდენტს ბაქოში და სამონასტრო კომპლექსის ფონზე გაკეთებული განცხადებები გამო აკრიტიკებს.

„ეს სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი სახელმწიფოსთვის და ლიდერისთვის, როგორიც არის ალიევი. რა თქმა უნდა, იყოო ამ კონკრეტული ესკალაციის მაპროვოცირებელი. ამაში ორი აზრი არ არსებობს,“ - ამბობს ბოკუჩავა.  

ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ის განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში 20 აპრილის ვიზიტისას გააკეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არ იყო შეთანხმებული. 

"ეს ქალი არის მოსიარულე კატასტროფა, მოსიარულე სკანდალი, რომელიც ყოველ კვირას ქმნის დიპლომატიურ სკანდალს და მისი მორიგი სკანდალი იყო დავით გარეჯთან მიმართებაში. ეს შეიძლება დღეს შექმნილი პრობლემა არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ზურაბიშვილმა მოახდინა ამ პრობლემის ესკალაცია და მეორე ხელისუფლებაში არ არის ადამიანი, ვინც ამ პრობლემას მოაგვარებს. უჩა მამაცაშვილს გაუშვებს ბიძინა ივანიშვილი?" - ამბობს ბოკუჩავა.

დღის ამბები