10 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
ვალდებულია დაასახელოს, რა ბარიერებზეა საუბარი - ლევან კობერიძე ეკონომიკის ზრდის ხელოვნურ შეფერხებაზე ქობულიას განცხადებას ეხმაურება

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლევან კობერიძე გიორგი ქობულიასგან განმარტებებს ითხოვს. საუბარია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებაზე, რომ ბარიერების არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკის ზრდა 9%-ით შესაძლებელია.

ლევან კობერიძის თქმით, გიორგი ქობულია ვალდებულია დაასახელოს რა ბარიერებს გულისხმობს. ის ასევე განმარტებებს პრემიერ-მინისტრისგანაც ითხოვს.

„როცა ეკონომიკის მინისტრი, თანამდებობაზე ყოფნისას აცხადებს, რომ ეკონომიკის 10%-იანი ზრდა შეუძლებელია, მისი დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ 9% ზრდა, რაც ფაქტობრივად გაორმაგებაა, შესაძლებელი იყო ბარიერების არარსებობის შემთხვევაში. ამიტომ ახლა ვალდებულია დაასახელოს, რა ბარიერებზეა საუბარი, რადგან ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სწორედ ამიტომ, ახლანდელმა მინისტრებმა და პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთონ განმარტებები ამ საკითხზე , ვიდრე მინისტრი დაინიშნება, პარლამენტში მინიმუმ შესაბამის კომიტეტებში უნდა ხდებოდეს მათი ხედვების ღიად და გამჭვირვალედ გაცნობა და დამტკიცება,“-განაცხადა ლევან კობერიძემ. 

დღის ამბები