08 მაისი 2024,   04:40
ვრცლად
ფარული მიყურადება საკმაოდ მარტივად ხორციელდება საქართველოში - IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფარული მიყურადება საკმაოდ მარტივად ხორციელდება საქართველოში,“ - ეს განცხადება, ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა კვლევების გასაჯაროების შემდეგ გააკეთა.

2018 წელს ხელისუფლებამ ფარული მოსმენების რეკორდი მოხსნა. ფარულად გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს უსმენდნენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში მიყურადების ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევები თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა.

„ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ფარული მოსმენების შესახებ სპეცსამსახურების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების 98%-ს მოსამართლეები აკმაყოფილებენ.

ამას გარდა, სატელეფონო მიყურადების მონაცემები IDFI-ის ცალკე აქვს გამოკვლეული. გიორგი კლდიაშვილის თქმით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით, თითქმის, ორჯერ არის გაზრდილი სატელეფონო მიყურადებაზე სასამართლოში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობები - 93 პროცენტი დააკმაყოფილა მოსამართლემ.

აქედან გამომდინარე, გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ სასამართლო ძალიან მარტივად გასცემს ნებართვას ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ფარულ მიყურადების გაკონტროლებასთან დაკავშირებით კამპანია „ეს შენ გეხება“ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უწყების შექმნას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.

Image result for გიორგი კლდიაშვილი„პრობლემას წარმოადგენს ის, რომ კვლავაც არ არსებობს ფართო მონიტორინგი ამ საკითხზე. ანუ დამოუკიდებელი მონიტორინგი ამ თემაზე ერთადერთი ჩვენ რაც შეგვიძლია, უბრალოდ ვნახოთ სტატისტიკა, გავაანალიზოთ და ამით ვიმსჯელოთ. მაგრამ რასაც კამპანია „ეს შენ გეხება“ ითხოვდა ჩვენი ხელისუფლებისგან, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი უწყება, რომელიც განახორციელებდა ფარულ მიყურადებას, რომელიც იქნებოდა ანგარიშვალდებული პარლამენტთან, ეს არ მოხდა და ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც ძალიან მარტივად ახორციელებს ფარულ მიყურადებას და ამის ფაქტობრივად, ზედამხედველობა რეალური, როგორც შიდა ასევე გარე არ ხორციელდება,“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები