08 მაისი 2024,   04:03
ვრცლად
ისრაელში სტიქიას ებრძვიან - ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში ტყეები იწვის

ისრაელში სტიქიას ებრძვიან. ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში ტყეები იწვის. ცეცხლი უკვე დასახლებებსაც მიუახლოვდა და ათობით სახლი გაანადგურა.

სტიქიის ზონაში მდებარე ქალაქებსა და დასახლებებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. საკუთარი სახლების მიტოვება 3 ათას 500 ადამიანს მოუხდა.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ტყის ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ მაღალი ტემპერატურა გახდა. თელ-ავივსა და მის შემოგარენში 44 გრადუსია.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ძლიერი სიცხეები რეგიონში მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები