07 მაისი 2024,   21:49
ვრცლად
"ჩვენი ოპონენტების გეგმას რომ მივყვეთ, ლარის კურსი საერთოდ მოისპობა" - ვოლსკი ოპონენტებს პასუხობს

ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას ქართული ოცნების წევრები ეხმაურებიან. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ლარის კურსის ვარდნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში კურსი დარეგულირდება.

გია ვოლსკი ოპონენტებს, ხელისუფლების მიმართ გაკეთებული მკაცრი განცხადებების გამო, აკრიტიკებს.

„ეკონომიკურ სტრატეგიულ გეგმას, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ, რომ მივყვეთ, საერთოდ უნდ გავაუქმოთ ყველანაირი გადასახადი, პოპულისტურ განცხადებებს და პოპულისტურ იდეებს უნდა მივყვეთ და აქედან არაფერი არ გამოვა, გარდა იმისა, რომ ლარის კურსი საერთოდ მოისპობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მათ შორის, ჩვენს მთავარ პარტნიორთან - თურქეთთან, მაგრამ ვფიქრობ, ეს დროებითია. ის ანალიზი, რომელიც ჩვენმა ფინანსისტებმა გააკეთეს, საყურადღებოა, მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ლარმა გაუფასურების 24-წლიანი რეკორდი მოხსნა და არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7876 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები