08 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
მე დავბრუნდი ქვეყანაში, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რომელიც დავტოვე - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს 

მიხელ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება კვლავ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან “ უკრაინის ახალი პრეზიდენტის მიმართ ნდობაზე, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან კონფლიქტსა და პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.

გავლენიანი ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმირ ზელენსკის მიერ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება იმის ნიშანი იყო, რომ ახალი პრეზიდენტი კრემლისა და ოლიგარქების გავლენისგან თავისუფალია.

მიხეილ სააკაშვილმა იმაზეც ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში დაიწყებს ახალი ხელისუფლების გაკრიტიკებას.

„მე მეკითხებიან რატომ გამოვიყურები უკრაინაში დაბრუნების შემდეგ უფრო მშვიდად, რატომ ვსაუბრობ უფრო ფრთხილად. დიახ, მე ვარ მშვიდად, რადგან დავბრუნდი ქვეყანაში, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რომელიც დავტოვე. ჩემთვის პირადი ტრაგედია იქნება, თუკი ახალი ხელისუფლების გაკრიტიკება მომიწევს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუ დავინახავ რომ დრო იკარგება. დრო კი არ გვაქვს, რადგან უკრაინის პოლიტიკური ელიტა გრძნობს საფრთხეს არჩეული პრეზიდენტის და მისი გუნდის მხრიდან და ელოდება მათთვის ხელსაყრელ მომენტს საპასუხო დარტყმისთვის.

„რაც შეეხება პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ჩემთვის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ. პუტინი, სხვადასხვა არხების მეშვეობით უგზავნიდა სიგნალებს ვლადიმირ ზელენსკის, იმის შესახებ რომ ეს გამოცდა იყო. მას რომ ჩემთვის უკრაინაში დაბრუნების საშუალება არ მიეცა, ეს იმის ნიშანი იქნებოდა რომ ზელენსკი ზუსტად ის ადამიანია, ვისი იმედიც შეიძლება მოსკოვში ჰქონდეთ, მაგრამ მან დამიბრუნა მოქალაქეობა. ჩემთვის ეს გახდა მტკიცებულება იმისა, რომ იგი მოსკოვისგან და ადგილობრივი ოლიგარქიული ინტერესებისგან დამოუკიდებელი ადამიანია. როგორც უკვე ვთქვი, არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები. ახლა მინდა შევქმნა პლატფორმა, სადაც შევძლებ სხვა ადამიანებთან ერთად გავუზიარო ჩემი წარმატებებისა და წარუმატებელი ექსპერიმენტების გამოცდილება. შევქმნათ ახალი იდეები განვითარებისათვის,“-განაცხადა სააკაშვილმა.

დღის ამბები