09 მაისი 2024,   12:45
ვრცლად
"ყველა საინვესტიციო პროექტს უნდა მიეცეს განვითარების შესაძლებლობა" - ბიზნესომბუდსმენი ანაკლიის პროექტის სკანდალზე და ფოთის პორტზე

ფოთის და ანაკლიის პორტის სკანდალურ საქმეს გაუგებრობას უწოდებს ბიზნესომბუდსმენი.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, პრივილეგია და ექსკლუზივი საქართველოში არც ერთ პროექტზე არ უდნა არსებობდეს. ბიზნესომბუდსმენის თქმით, ყველა საინვესტიციო პროექტს უნდა მიეცეს განხორციელების თანაბარი შესაძლებლობა, მათ შორის ფოთის პორტსაც. 

„ერთი საინვესტიციო პროექტის განვითარება არ ნიშნავს იმას, რომ სხვა საინვესტიციო პროექტებისთვის არ მოხდეს გარკვეული მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ მთავრობამ, თავისი შესაძლებლობების, დადებული პირობების ფარგლებში, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად თანაბრად, ყველა საინვესტიციო პროექტს უნდა მისცეს განვითარების შესაძლებლობა. იქნება ეს ანაკლიის პორტი, ფოთს პორტი, ბათუმის პორტი, ყულევის პორტი თუ ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი.  

პრივილეგია ან ექსკლუზივი რაიმე კონკრეტული საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე, ამ ქვეყანაში არ აქვს არავის,“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები