27 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
"ოცნების" დეპუტატის სკანდალი - ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს მანდატის დატოვება გადაიფიქრა 

"ოცნების" დეპუტატის სკანდალი - ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდის დეპუტატმა დეპუტატის მანდატის დატოვება გადაიფიქრა. ნანა კოსტავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა ცნობილია, რომ ის საკრებულოდან წასვლაზე უარს ამბობს. 

კოსტავას გადაწყვეტილებას აპროტესტებს ქუთაისი საკრებულოს თავმჯდომარე. ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით, თუ ნანა კოსტავა ფრაქციას არ დატოვეს, იგი თავად წავა ფრაქციიდან.

დეპუტატის წინააღმდეგ, რომელიც არაეთიკური პოსტებით გამოირჩევა, მოქალაქეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხელმომწერები მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სხვა და სხვა დროს არაეთიკური განცხადებები გააკეთა ჟურნალისტ სალომე ბარკერსა და მაია ასათიანზე. ასევე, ზუგდიდში მერის არჩევნების დღეს ერთ-ერთი უბნიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავას ძალით გამოყვანისთვის მან პოლიციელები შეაქო.

დღის ამბები