07 მაისი 2024,   12:08
ვრცლად
ზელენსკის ახალი ინიციატივა - თანამდებობის პირებს უკანონოდ მოპოვებული ქონება ჩამოერთმევათ

თანამდებობის პირებისთვის უკანონოდ მოპოვებული ქონების ჩამორთმევა - ვლადიმერ ზელენსკიმ რადას კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, კორუფციაში ბრალდებული მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხიც აღდგება.

პრეზიდენტის პრესცენტრის განმარტებით, ჩამორთმეული უკანონო აქტივები, სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემა. კანონპროექტი უკრაინელ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად არის შემუშავებული.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებით უკრაინაში 2015 წელს შემოიღეს, თუმცა საპრეზიდენტო არჩვენებამდე ერთი თვით ადრე  უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ მუხლი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

დღის ამბები