09 მაისი 2024,   02:12
ვრცლად
უკრაინის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანება რჩება - ზელენსკი

უკრაინის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანება რჩება - ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იგი მზად არის აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს, თუმცა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიზანზე უარს არ იტყვის.

იენს სტოლტენბერგის თქმით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს ან შეაჩეროს რომელიმე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პროცესში, რადგან საკუთარი გზის არჩევა არის სუვერენული სახელმწიფოს მიერ მიღებული სუვერენული გადაწყვეტილება.

დღის ამბები