09 მაისი 2024,   00:18
ვრცლად
თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღეს

სამართალდამცველებმა თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში ორი პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. მ. წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ბრალდებით, ხოლო 2002 წელს დაბადებული ლ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა ბრალდებით.

პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, 2 პირი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მათი ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა "ეკოლ პ 29"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია პირბადეები და პოლიეთილენის ბახილები,“- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

დღის ამბები