27 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
30 მილიონი ლარის ბიუჯეტის მქონე ზუგდიდი, სტადიონის მშენებლობაში 20 მილიონს ხარჯავს 

საბიუჯეტო თანხის მორიგი გაუმართლებელი ფლანგვა - ზუგდიდში, რომლის ბიუჯეტი სულ 30 მილიონი ლარია, ნახევარზე მეტი უხარისხო სტადიონის მშენებლობაზე იხარჯება.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სტადიონი 2 წლის წინ უკვე მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა პროცესი ბოლომდე მიყვანილი ამ დრომდე არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციითვე,  “შპს დაგის” მიერ უკვე შესრულებული სამუშაოები უეფას ნორმებით განსაზღვრულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

„ჩამონგრეულია ჭერი საშხაპეებში, საპირფარეშოებში, მოუწყობელია სტადიონი. ყველაფერი არის ხარვეზიანად აშენებული. პარალელურად ზუგდიდის მერია იძახის, რომ იმისთვის, რომ მშენებლობა დასრულდეს, პლიუს 10 მილიონი უნდა გამოიყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა საქართველოს მოქალაქეებს დაუჯდებათ 20 მილიონი ლარი,“-ამბობს ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი.

დღის ამბები