07 მაისი 2024,   17:37
ვრცლად
"ტრამპის მაღლობი" - ისრაელი გოლანის მაღლობზე მშენებლობას იწყებს

ისრაელი სადავო გოლანის მაღლობზე ახალი დასახლების მშენებლობას იწყებს, რომელსაც შეერთებული შტატების პატივსაცემად „ტრამპის მაღლობი“ დაერქმევა. სირიისა და ისრაელის გამყოფი ხაზიდან 12 კილომეტრის დაშორებით აბრაც დადგეს, რომელსაც ივრითზე და ინგლისურ ენაზე "ტრამპის მაღლობი" აწერია.

გოლანის მაღლობი, რომელიც სირიას ეკუთვნოდა, ისრაელმა 1967 წელს  ახლოაღმოსავლეთის ომის დროს დაიკავა. მარტის თვეში კი, დონალდ ტრამპმა განკარგულება გამოსცა და გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტი ცნო.

დღის ამბები