09 მაისი 2024,   02:40
ვრცლად
უკანონო და დარღვევებით შესრულებული მშენებლობების შესახებ კანონი მკაცრდება

“მუნიციპალიტეტი სამშენებლო კანონდარღვევების აღკვეთის კუთხით არც თუ ისე ძლიერია” - დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, უკანონო და დარღვევებით შესრულებული მშენებლობების შესახებ კანონი მკაცრდება. ჯარიმის ნაცვლად, კანონის დამრღვევების წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლებრივი სანქციები ამოქმედდება. ახალი რეგულაციების შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ვინაიდან, პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოში და ჩვენს დედაქალაქში მაინც უშვებს მშენებლების მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევებს, როგორც ჩანს, ჯარიმების ოდენობა ყოველთვის კონკურენციაშია იმ პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები დარღვევებით მშენებლობის დროს იღებს. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ცვლილებების განხორციელება.

კონკრეტულად დარღვევები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებლობის შეჩერების აქტის შეუსრულებლობა, რაც ნიშნავს ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას“, - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები