19 ივლისი 2019,   06:33
ვრცლად
"მიბრძანდით ბატონო გიორგი, მაინც მოგიწევთ წასვლა,"-ლაშა ტუღუში გახარიას მიმართავს

გიორგი გახარიას გადადგომა-ეს არის ერთ-ერთი მთავრი მოთხოვნა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქვთ. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულება, რომელიც არჩევნების პროპორციული სიაზე გადასვლას შეეხება, საკმარისი არ არის. აქციაზე იმყოფება ლაშა ტუღუშიც. მისი თქმით, ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ივანიშვილმა, უკავშირდება საზოგადოების დიდ პროტესტს. მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები და ოპოზიცია მას საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ მოუწოდებდნენ, ის არ წავიდა დათმობაზე მანამდე, სანამ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა.

„ხალხი თუ ბევრი მოვიდა მაშინ მიდის დათმობაზე. ამიტომ მე მგონია, რომ თუ გაგრძელდა აქციები გახარიასაც დათმობს.  ეგ არის უბედურება. წლები, რომ ეუბნები სწორს და არ აკეთებს, 4 დღეში როცა ყვირი ქუჩიდან მაშინ აკეთებს. აი ეს არის სახე სამწუხაროდ ჩვენი რეალობა, ჩვენი პოლიტიკური უმრავლესობა,“-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიაზე ბევრი რამეა ჩამოკიდებული და ამიტომაც იკავებს თავს ივანიშვილის მისი გადაყენებისგან, თუმცა ლაშა ტუღუშის განცხადებით, მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა შეინარჩუნოს შს მინისტრი, მოუწევს შეცვლა.

"მიბრძანდით ბატონო გიორგი, მაინც მოგიწევთ წასვლა,"-განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

დღის ამბები