08 მაისი 2024,   04:20
ვრცლად
ანგელა მერკელი საზოგადოების წინაშე კვლავ შეუძლოდ გახდა

ანგელა მერკელი საზოგადოების წინაშე კვლავ შეუძლოდ გახდა. ინციდენტი ბერლინში, გერმანიის ახალი იუსტიციის მინისტრის ფიცის დადების ცერემონიაზე მოხდა.

შეხვედრაზე ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც კანცლერმა კანკალი დაიწყო.

თანაშემწემ მას წყალი შესთავაზა, რის შემდეგაც ანგელა მერკელმა თავი უკეთ იგრძნო.

კანცლერი ცერემონიას ბოლომდე დაესწრო და ლიდერებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

დღის ამბები