27 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
„ჯალათის როლიდან სამარცხვინო ჯალათის როლში შევიდა" - მოშიმშილეები გახარიას გადადგომას ითხოვენ

უკიდურესი პროტესტის მე-6 დღე - გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქციის მონაწილეები შიმშილობას განაგრძობენ. მოშიმშილე დემონსტრანტები ღამეს კვლავ პარლამენტის წინ, გაშლილ კარვებში ათენებენ. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი არ აპირებენ, შეწყვიტონ პროტესტის უკიდურესი ფორმა.

მოშიმშილეები გიორგი გახარიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. აქციის მონაწილეები გახარიას დამნაშავეს უწოდებენ.

„ჯალათის როლიდან სამარცხვინო ჯალათის როლში შევიდა, გუშინ ჩვენ მის ინტერვიუს ვუსმენდით და ფანტასმაგორიულ სისულელეებს იძახდა ეს კაცი. მზად ვარ, ვიტვირთო სისხლიანი ჯალათის ტვირთი და სისულელეები. სანამ ბოლომდე არ გაბანძდა, მანამდე გადადგომას არ აპირებენ. სირცხვილია. აქამდე იყო საშიში, ახლა საშიშთან ერთად სამარცხვინოა. უნდა გადადგეს,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები