27 აპრილი 2024,   21:34
ვრცლად
"პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი ვარ," - გლდანის აუზის თანამშრომელი აქციებზე სიარულის გამო გაათავისუფლეს

ანგარიშსწორება საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერებმა იმ ადამიანების დევნა დაიწყეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. გია წოწორია, გლდანის აუზის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც სამსახურიდან ორი დღის წინ, სწორედ ამ მიზეზით გაათავსუფლეს. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს "გლდანის საცურაო აუზის" ხელმძღვანელი. მისი მტკიცებით, გია წოწორია, სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა - წოწორია კი აცხადებს, რომ აუზის ახალმა ხელმძღვანელობამ დოკუმენტზე ხელი მოტყუებით მოაწერინა.

"მოვიდა ახალი დირექტორი და განგვიცხადა ყველას, რომ დაგვეწერა განცხადება განთავისუფლებაზე. დავწერეთ 9-ში და გვითხრა პირველ ივლისს დაგაწერინებთ თავიდან განცხადებას რომ აღდგეთ ყველანიო. მოვიდა პირველი ივლისი რომ მე თავისუფალი ვიყავი სამსახურიდან. გივი ჩხარტიშვილს არ ვატყობდი იმიტომ რომ არის ქართული ოცნების წევრი ჩვენის აზრით და როგორც მე ვესწრებოდი აქციებს 20 ივნისიდან დღემდე, არ უნდოდა არ ვატყობდი ვყოფილიყავი მოწინააღმდეგე მხარე. პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი ვარ,"-აცხადებს გია წოწორია.

გლდანი–ნაძალადევის "სპორტული კომპლექსური ცენტრის" დირექტორი გივი ჩხარტიშვილი კი მის მიმართ წარმოთქმულ ბრალდებებს აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ მან უბრალოდ დააკმაყოფილა წოწორიას მიერ დაწერილი განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. 

"ქართული ოცნების" წევრი ვიყავი 20-12 წლიდან და ვარ, მაგრამ მე ბატონი გია შესახებ ფიზიკურად ვერ მექნებოდა ინფორმაცია ის რა პოლიტიკური შეხედულების ადამიანია, აქედან გამომდინარე, ეს არის აბსურდი. განცხადება აქვს  9 ივნისს დაწერილი და მე შესაბამისად მისი განცხადება დავაკმაყოფილე რომ ბატონი გია წასულიყო ტავის თხოვნის საფუძველზე სამსახურიდან,"-აცხადებს გივი ჩხარტიშვილი.

დღის ამბები