08 მაისი 2024,   23:39
ვრცლად
20 ივნისის მოვლენები და ამბოხების ბრალდება - ომბუდსმენი პროკურატურისგან მეტი მტკიცებულების წარდგენას ითხოვს

20 ივნისის მოვლენები და ამბოხების ბრალდება - სახალხო დამცველი გენერალური პროკურატურისგან მეტი მტკიცებულების წარდგენას ითხოვს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ არ უნდა დარჩეს შეკითხვები პოლიტიკური დევნის შესახებ. ნინო ლომჯარია 20 ივნისის ღამეს, აქციის დარბევისას, სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ საუბრობს. სახალხო დამცველის აპარატი ამ ეტაპზე იკვლევს, იყო თუ არა დანაშაული სისტემური.

„ჩვენ ვიწყებთ დამატებით შესწავლას იმისთვის, რომ ეს ვნახოთ, ეს იყო ინდივიდუალური დანაშაულებრივი შემთხვევები, თუნდაც დანაშაულებრივი ხასიათის მითითებები თუ ზოგადად შს სამინისტროს სისტემაში არ არის გამართულად მოწესრიგებული მსგავსი შემთხვევები და შინაგანაწესები და ინსტრუქციები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც არის დადგენილი აქციის დაშალასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ლომჯარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები