08 მაისი 2024,   05:02
ვრცლად
ვპირდები ამ მოძალადე რეჟიმს, რომ ჩვენ აუცილებლად დავსვამთ მათ განსასჯელის სკამზე - ბაჩანა შენგელია

„მე-17 დღეა, ვაპროტესტებთ იმ უსამართლობას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება,“ - ამ სიტყვებით ბაჩანა შენგელიამ პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა.

შენგელიას თქმით, შს მინისტრი უნდა გადადგეს. მისივე განცხადებით, პროტესტი არ უნდა შეწყდეს.

„მე-17 დღეა, რაც ჩვენს მეგობრებს, საქართველოს მოქალაქეებს თვალები დათხარა ამ მთავრობამ და მათ თვალი დაკარგეს იმისთვის, რომ ჩვენ აგვეხილოს ეს თვალები,“ - განაცხადა შენგელიამ.

შენგელიას თქმით, არაფრის არ ეშინია მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებამ მისი დედის სიცოცხლე შეიწირა.

„მე ვპირდები ამ მოძალადე რეჟიმს, რომ ჩვენ აუცილებლად დავსვამთ მათ განსასჯელის სკამზე და ზუსტად ია კერზაიას საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე და სხვა უამრავი საქმე იქნება ის, რითაც ამ რეჟიმს გავასამართლებთ,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები