07 მაისი 2024,   22:14
ვრცლად
რევოლუციას არავინ აპირებდა, ხალხი ოკუპანტის პარლამენტის დარბაზში შესვლას აპროტესტებდა - დავით ჭიჭინაძე

არ შეიძლება, მტკიცებულებების გარეშე ადამიანი საპატიმროში გაუშვა. დავით ჭიჭინაძე ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აფასებს.

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებაში ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ჭიჭინაძის განცხადებით, დანაშაული მმართველი პარტიის სპიკერატმა ჩაიდინა, როდესაც სერგეი გავრილოვი ჯერ საქართველოში შემოუშვა, შემდეგ კი პარლამენტის შენობაში მიიყვანა და თავმჯდომარის სკამის დაკავების საშუალება მისცა.

„რეალურად დანაშაული ჩაიდინა „ქართული ოცნების“ სპიკერატმა მთლიანად. როდესაც ქვეყანა ყიჟინას სცემდა, რომ ჩამოდის გავრილოვი და ეს მიუღებელია და ყოველივე ამის მერე, ის მაინც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოხვდება, ეს გაუგონარი ამბავია.  კობახიძის განცხადებამ კი, რომ ის არ აპირებდა გადადგომას, სიტუაცია დაძაბა. მას აღშფოთებული ხალხის საპასუხოდ მოუწია გადადგომა, თუმცა ეს იყო უკვე გვიან. რევოლუციას იქ არავინ აპირებდა, ხალხი ოკუპანტის პარლამენტის დარბაზში შესვლას აპროტესტებდა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები