09 მაისი 2024,   02:20
ვრცლად
საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 07:00 საათზე გაიხსნა. ხმა უკვე მისცეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციის ლიდერებმა.

გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციური ახალი დემოკრატიული გაერთიანება ქვეყანაში პრემიერ ციპრასის პარტიის 4 წლიან მმართველობას დაასრულებს. ვადამდელი არჩევნები საბერძნეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების შემდეგ დაინიშნა. ეს 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ რიგით მე-6 არჩევნებია საბერძნეთში.

დღის ამბები