09 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პირველი შვილი მოინათლა - წყვილმა სამეფო ტრადიცია ამჯერადაც დაარღვია 

უინძორის სასახლეში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პირველი შვილის ნათლობის ცერემონია გაიმართა. წყვილმა სამეფო ტრადიცია ამჯერადაც დაარღვია. პატარა არჩის მშობლების გადაწყვეტილებით, ნათლობის ცერემონია დახურული იყო და მასზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა არ გაამხილეს შვილის ნათლიების ვინაობაც. ცერემონიას მხოლოდ 25 ადამიანი დაესწრო, თუმცა მათ შორის არ ყოფილა დედოფალი ელისაბედი.

ნათლობისას პატარა არჩის იგივე სამოსი ეცვა, რომელშიც პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილები მონათლეს.

დღის ამბები