09 მაისი 2024,   01:04
ვრცლად
პროტესტის უკიდურესი ფორმა რუსთაველის გამზირზე - გახარიას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობა გრძელდება

რუსთაველის გამზირზე შიმშილობა გრძელდება - მოშიმშილეები, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში დღე და ღამე რჩებიან და უკიდურეს პროტესტს არ წყვეტენ მოთხოვნით, გადადგეს გიორგი გახარია.

ერთ-ერთი მოშიმშილე, ადვოკატი ბექა ბასილაიაა. მან, 25 ივნისს, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესზე გამოაცხადა შიმშილობა და 13 დღეა მხოლოდ შემართებით და მუხტით იკვებება.

ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივით არ შიმშილობს.

რუსთაველის გამზირზე, 7 დღე შიმშილობდა დავით მახარეიშვილი, 2008 წლის ომის ვეტერანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ახლა პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა, თუმცა მთელ დღეს ისევ რუსთაველზე ატარებს.

გვერდით კარავში ვახტანგ სიხარულიძე შიმშილობს. ფსიქიატრი, რომელმაც სამსახურში შვებულება დაწერა და ქუთაისიდან სპეციალურად ჩამოვიდა.

მოშიმშილეების მოსანახულებლად გიგა ლემონჯავა ხშირად დადის, რომელმაც აქციაზე პირველმა გამოაცხადა, რომ შიმშილობას იწყება.

9 დღიანი შიმშილობის შემდეგ, გიგა ლემონჯავამ გონება დაკარგა, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მიზნის მიღწევამდე პროტესტის გაგრძელებას აპირებს.

მოშიმშილეები პერიოდულად შეუძლოდ ხდებიან, ზოგის საავადმყოფოში გადაჰყავთ, ზოგი ისევ უბრუნდება შიმშილობას, ნაწილი ვერ ახერხებს, მაგრამ მეგობრების გვერდში დგომას აგრძელებს.

 

დღის ამბები