27 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
გადაწყვეტილება არის კარგი და მისასალმებელი - პრემიერი პუტინის მიერ სანქციების არდაწესებაზე

„გადაწყვეტილება არის კარგი და მისასალმებელი,“ - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომ ის საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს.

საქმე ეხება რუსეთის პრეზიდენტის ვიდეოკომენტარს, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს და ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხისადმი პატივისცემით ხსნის.

„ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება არის კარგი და მისასალმებელი, ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ ხალხთაშორის ურთიერთობაში არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს. ხალხთაშორისი ურთიერთიერთობა არის ძალიან პრინციპული საკითხი. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს," - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერი კიდევ ერთხელ ეხმაურება "რუსთავი 2-ის" გადაცემის P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტის მიმართ არაეთიკური გამონათქვამები გამოიყენა. ბახტაძემ კიდევ ერთხელ დაგმო გიორგი გაბუნიას გამოსვლა.

„რაც შეეხება კვირა საღამოს მომხდარ ფაქტს, იმ პათოლოგიურ ფრაზებს, რაც მოვისმინეთ, ეს არის სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის. მით უმეტეს ეს მიუღებელია ჩვენი ერისთვის, რომელიც განსაკუთრებით ამაყობს თავისი კულტურით და ფასეულობებით, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია ეროვნულ ინტერესებზე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები