27 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
ბაიკონურის კოსმოდრომიდან ობსერვატორიით აღჭურვილი რაკეტა გაუშვეს 

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოსმოსური მისია საბჭოთა პერიოდის შემდეგ. მესამე მცდელობის შემდეგ, ბაიკონურის კოსმოდრომიდან ობსერვატორიით აღჭურვილი რაკეტა გაუშვეს.

სამეცნიერო კოსმოსური აპარატის, სახელწოდებით "სპექტრი" მიზანი ხილული სამყაროს რუკების შედგენაა, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა კი, რომელსაც მან პასუხი უნდა გასცეს არის ის, თუ როგორ მიმდინარეობდა გალაქტიკების თავმოყრის ევოლუცია.

ობსერვატორია აქტიურ მუშაობას გაშვებიდან სამი თვის შემდეგ დაიწყებს, როდესაც დედამიწიდან მილიონ ნახევარი კილომეტრის დაშორებით იქნება. მისია 6 წელი და 6 თვე გაგრძელდება.

დღის ამბები