19 აგვისტო 2019,   21:24
ვრცლად
11 დაშავებული და 2 გარდაცვლილი-აჭარაში მომხდარი ავარიის დროს დაზარალებული არასრულწლოვანების მდოგმარეობა უმძიმესია

აჭარაში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმეა. ის ბათუმში დედათა და ბავშთა კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სტაბილურად მძიმეა კიდევ ერთი მოზარდის მდგომარეობაც, რომელიც ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. ქობულეთის ორ სხვადასხვა კლინიკაში რჩებიან სხვა დაშავებულებიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების განმარტებით სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სულ 11 ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა. დაშავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წუხელ მოხდა. ერთმანეთს სამი "მინივენი" შეეჯახა. რა გახდა ავარიის მიზეზი გამოძიება დაადგენს .

დღის ამბები