27 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
აქცია ოზურგეთის რაიონის სოფელ კვირიკეთში - ადგილობრივები მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე ქვა ღორღის მოპოვებას აპროტესტებენ 

აქცია ოზურგეთის რაიონის სოფელ კვირიკეთში - ადგილობრივებმა მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე ქვა ღორღის მოპოვება გააპროტესტეს. მოსახლეობა ამბობს, რომ სამუშაოები ანადგურებს მდინარის ხეობას და საფრთხეს უქმნის სოფელს.

კვირიკეთელები ამბობენ, რომ არასწორი სამუშაოების გამო, იკარგება მიწები, მოსახლეობა ბიზნესინტერესებსა და კორუფციაზე მიანიშნებს.

"სამარცხვინოდ, მალულად, ლაჩრულად მოდიან, იღებენ ქვა-ღორს, ყრიან მანქანაზე, მოდის კვლავ მოსახლეობა და ასე  ქურდულად მიიპარებიან. ასეთი უმსგავსო საქციელებია ოზურგეთის ყველა მდინარე-კარიერებზე და რომ არა ხალხი, ალბათ მდინარეების სახსენებელიც არ იქნებოდა" - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობირივმა.

 

დღის ამბები