28 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
ეროვნული გირის დაბადებიდან 131-ე წელი - „პოსტ სკრიპტუმი“ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მშობლიურ სოფელში

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში დახვრეტილი გმირის დაბადებიდან 131-ე წელი გავიდა.  

საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხების ერთ-ერთი ლიდერი კახეთის სოფელ მატანიდან იყო. ეროვნული გმირის საფლავს დღეს სათანადოდ არავინ უვლის. ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელში, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი 6 წლამდე იზრდებოდა, მისი სახლმუზეუმიც არ არსებობს.

სოფელ მატანის შესასვლელი გამოყოფილია მცირე ზომის სკვერი, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სკვერი ჰქვია და ის ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსებითა და ინიციატივით მოეწყო. მატანელებს იმედი აქვთ, რომ სოფელში ოდესმე ეროვნული გმირის სახლ-მუზეუმი მოეწყობა.   

დღის ამბები