08 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
"ეს გამოძიება არასდროს იქნება ობიექტური" - ენმ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

გავრილოვის სისხლიანი ღამე - ოპოზიცია დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ერთადერთი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც სრულყოფილად იქნება შესაძლებელი გამოძიების ჩატარება.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რის გარკვევაც დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა შეეცადონ.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გამოძიების გაჭიანურება ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებს.

„თითქმის ერთი თვე გავიდა, არაფერი კეთდება, პირიქით, ხელისუფლება ცდილობს, რომ კვლავ ჩაფარცხოს ეს დანაშაული და როგორც არაერთხელ მომხდარა, აჭიანურებენ გამოძიებას და როდესაც ხელისუფლება იწყებს არგუმენტებით, რომ „დაველოდოთ გამოძიებას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს ჩადენილი დანაშაული და ეს გამოძიება არასდროს იქნება ობიექტური. ამიტომ, უკვე ერთადერთი გამოსავალი დაგვრჩა ის, რომ მოვითხოვოთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა,“ - ამბობს გოცირიძე.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმა შეგროვდება.

Image result for რომან გოცირიძე„იმდენად რეზონანსული საქმეა,  გვაქვს იმედი, რომ 50 ხმა შეგროვდება ამ პარლამენტში და 50 წესიერი ადამიანი გამოჩნდება, ასევე, უმრავლესობიდან, ექნება იმ ადამიანებს შანსი, რომ გამოასწორონ თავიანთი შეცდომა და ჩამოირეცხონ ის სირცხვილი, რაც მათ ჩაიდინეს ნიკა მელიასადმი იმუნიტეტის გაუქმების სახით. უამრავი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გარემოებები იკვეთება და ეს არ არის მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ქუჩაში მოხდა ადამიანების უკანონოდ დარბევა. ვინ გასცა ბრძანება, საერთოდ, რამდენად მოქმედებს ამ შემთხვევაში კანონი და არაფორმალური მართვის მთელი სიბინძურე გამოჩნდა აი, ამ პროცესში. ასე რომ, გამოძიებამ ბევრ რამეს უნდა გასცეს პასუხი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აღნიშნულ საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე სხდომაზე დააყენებს.

დღის ამბები