08 მაისი 2024,   05:12
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მრგვალჭალასთან - არასრულწლოვან გოგონას მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მრგვალ ჭალასთან - ე.წ. ზებრა გადასასვლელზე მოზარდ გოგონას ჯიპის ტიპის მანქანა შეეჯახა. მეექვსე კლასის მოსწავლეს შეჯახებისას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ის შოკურ მდგომარეობაში იყო. დაზარალებულ გოგონას ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები. მას მოტეხილობები ან სხვა დაზიანებები არ აღენიშნება.

კასპის რაიონის სოფელ მრგვალ ჭალაში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია. ბოლო პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხშირია ასევე შემთხვევები როდესაც მანქანები პირუტყვს ეჯახებიან. მოსახლეობა გზაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. 

დღის ამბები