18 აგვისტო 2019,   11:58
ვრცლად
„ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, არის ზედა ინსტანციაც"- გიორგი ვაშაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებას განმარტავს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე იმ გადაწყვეტილების დეტალებზე საუბრობს, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა.

მისი თქმით, ეს არ არის საბოლოო განაჩენი და ბრძოლა გრძელდება. გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ ისევე როგორც საქართველოში არსებობს სასამართლოს რამდენიმე ინსტანცია, იგივე არის სტრასბურგშიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება დაელოდოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას.

„ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, არის ზედა ინსტანცია. როგორც საქართველოში გვაქვს პირველი ინსტანცია, აპელაცია, უზენაესი, ისე არის სტრასბურგის შემთხვევაში. ამიტომ უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მეორე სწორედ ასეთ საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგალითად ვანო მერაბიშვილის საქმეზე ელოდება ხელისუფლება და ამიტომ  არ უშვებს ციხიდან  ხო. ანუ პრაქტიკა უნდა იყოს საერთო. მესამე, ძალიან ბევრი შიდა პროცედურებია დარჩენილი. ადმინისტრაციული წარმოება. მე ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს მაგალითად კომპანიის დირექტორის შეცვლა. პროცედურებზე მე პირადად მიმუშავია. უნდა იყოს საჯარო წარმოება ამასთან დაკავშირებით და უნდა მოხდეს ყველაფერი კანონის შესაბამისად. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და უნდა ვთქვათ, რომ ამ სამართლებრივი მექანიზმებით ვერ შეძლებენ ჩვენი თავისუფალი სიტყვის ჩახშობას,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები