27 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
უკრაინა ახალ პარლამენტს ირჩევს

უკრაინა ახალ პარლამენტს ირჩევს. უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნებში 24 პარტია და 3 ათასზე მეტი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მონაწილეობს. ექსპერტების პროგნოზით, მანდატების უმრავლესობას პრეზიდენტის პარტია - "ხალხის მსახური" მოიპოვებს.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ვლადიმერ ზელენსკის გუნდს ხალხის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სწორედ ზელენსკიმ დანიშნა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან რადა დაითხოვა.

კენჭისყრა არ ტარდება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ასევე ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში. პარტიებმა რადაში მოსახვედრად 5-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ.

დღის ამბები