09 მაისი 2024,   02:55
ვრცლად
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღება - დაკავებულია ერთი პირი 

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღება - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბი ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოს ერთ-ერთი კომპანიის სახელით განახორციელა 96 000 ლარის ღირებულების ინერტული მასალის მიწოდება.

დანაშაული 2-დან 4-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები