08 მაისი 2024,   16:11
ვრცლად
„დიმიტრი გვრიტიშვილი არის საბჭოს თვითმარქვია თავმჯდომარე" - ნაზი ჯანეზაშვილი

„გვრიტიშვილი არის თვითმარქვია საბჭოს თავმჯდომარე, რადგან იგი არანაირი უფლებამოსილების ფარგლებში არ მოქმედებს,“ - ეს განცხადება, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილის მისამართით გააკეთა. ნაზი ჯანეზაშვილი გვრიტიშვილს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების სხდომებს ხელმძღვანელობს, აკრიტიკებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შესაძლოა, შეწყდეს და პროცესი სექტემბერში გაგრძელდეს. მიზეზი აგვისტოს თვე და საშვებულებო პერიოდია. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით,  შესაძლოა, შვებულებების გამო გასაუბრების პროცესი აგვისტოში შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი, გვრიტიშვილს არ აქვს კანონით მინიჭებული უფლება, საბჭოს სახელით ეს განცხადება გააკეთოს. 

ნაზი ჯანეზაშვილი-ის სურათის შედეგი„კანონით არ აქვს უფლება, რომ გამოვიდეს და საბჭოს სახელით გააკეთოს განცხადება, რომ, თითქოს, საბჭო აპირებს, რომ მომავალში შესაძლოა, გასაუბრება გადაიდოს და სექტემბერში გაგრძელდეს. თუმცა საერთო ჯამში, თუ ეს ასე მოხდება, ამას მე მივიჩნევ გამარჯვებად და იმ ბრძოლის შედეგად, რომელიც საბჭოში მიმდინარეობს. ეს ხალხი, რამდენიმე ადამიანი, რომელიც დღეს მოდის, ალბათ, უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდება, ალბათ, მათ შორის არის წინასწარი შეთანხმება,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილმა კი განმარტა, რომ სხდომების სექტემბერში გადატანა მისი, როგორც ერთი პირის ინიციატივა იყო და საბჭოს სხვა წევრებთან ამის შესახებ კონსულტაციები არ ყოფილა. მან ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებსაც უპასუხა.

დიმიტრი გვრიტიშვილი-ის სურათის შედეგი„ქალბატონი ნაზის მიერ გამოყენებული ტერმინი, თუნდაც ე.წ. მასა იხმარა მან მოქმედი მოსამართლეების მიმართ, ასევე, სისტემატური ხასიათი მიეცა იმას, რომ მოსამართლეებს წარმოაჩენენ თოჯინებად, რომ სხვის ჭკუაზე შეიძლება, ათამაშო, ანუ არაფრის გადაწყვეტილების მიმღებნი არ არიან. ეს არის დაუშვებელი მიდგომა,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები