08 მაისი 2024,   16:12
ვრცლად
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ არაბი ეროვნების მამაკაცებთან კონფლიქტი უძღოდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორც შს სამინისტროში "რუსთავი2"-ს განუცხადეს, პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, ის გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დღის ამბები