28 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
ყველაფერი იქნება ძალიან კარგად - მმართველი გუნდის პასუხი გაუფასურებულ ლარზე

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენცია უშედეგო აღმოჩნდა. ეროვნული ვალუტა დღეს ისევ გაუფასურდა. ამის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მოვლენებს მაინც პოზიტიურად უყურებენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ლარის კურსის ვარდნას კვლავ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ოპოზიციას უკავშირებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და  ეროვნული ბანკის ინტერვენცია დროთა განმავლობაში  ლარის კურსს დაასტაბილურებს.

„ლარს მცურავი კურსი გააჩნია, მასზე აისახება შესაბამისი მოვლენები, ის ნეგატიური მოვლენები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, ცხადია, მან ჰპოვა ლარის კურსზე ასახვა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკური გუნდი შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებით მიდის იმ ნიშნულამდე, რომ ლარი, რა თქმა უნდა, დააბრუნოს თავის ბუნებრივ  ამპლიდუდაში. ეს დროის ფაქტორია, დარწმუნებული ვარ ამ კუთხით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენცია უშედეგო აღმოჩნდა. ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ლარის ოფიციალური ღირებულება გუშინ 2.89 გახდა. დღეს კი  სავალუტო ბაზარზე ლარი ვარდნას კვლავ განაგრძობს. ბმლუბ~მბერგზე ვაჭრობა 2.90 ლარად დაიწყო თუმცა ამ დროისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 2 თეთრით უკვე გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება 2.92 ლარს შეადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები