27 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო პატრიარქს შეხვდა. ვლადიმერ ზელენსკი პატრიარქ ბართლომეს სტამბოლის რეზიდენციაში ესტუმრა. მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში მიანიჭა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იყო. ვლადიმერ ზელენსკისთვის კი, ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია უკრაინის ლიდერის რანგში.

გუშინ უკრაინის ლიდერმა მოლაპარაკებები ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან გამართა.

დღის ამბები