08 მაისი 2024,   05:59
ვრცლად
ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა - პატრიარქი

ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა - ეს განცხადება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გააკეთა. 

ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ ახალგაზრდობამ მაგალითი უნდა აიღოს არა სხვა ქვეყნებისგან, არამედ საკუთარი წარსულიდან. 

"დღეს არის ესტატე მცხეთელის დღესასწაული გილოცავთ. მე მინდა დღეს ვისაუბრო ჩვენს წარსულზე აწმყოზე და მომავალზე . წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი. უნდა ვისწავლოთ რა ვაკეთოთ და რა არ ვაკეთოთ.

ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო ომები, არეულობები , მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენ მადლობა უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგრჩა ჩვენ და დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს , ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას. მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენ ახალგაზრდობას . ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს, გაუძლებს იმ  განსაცდელს რომელშიც იმყოფება დღეს. ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდებისგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდობის ხელშია და მე მედი მაქვს, რომ დაძლევენ.  

ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, ძალა და მშვიდობა ეს ღვთისაგან მონიჭებული მადლია, მადლი ღვთისა .... ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისაგან , აიღეთ მაგალითი ჩვენი წინაპრებისაგან. ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთისშიშით იყო შეპყრობილი, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა შეგეწიოთ თქვენ. მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა ეწეოდა ჩვენ წინაპრებს. ჩვენთან არა ღმერთი. ღმერთი ჩვენთააა,"-განაცხადა პატრიარქმა. 

დღის ამბები