07 მაისი 2024,   17:15
ვრცლად
ამბროლაურში ახალი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა

ამბროლაურში ახალი საფეხბურთო მოედანი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. 

გახსნის ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ვეტერან ფეხბურთელებსა და რაჭის ვეტერან ფეხბურთელთა შორის თამაში შედგა, რომელიც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

კომპლექსის მშენებლობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი რეგიონალური ფედერაციის ხელშეწყობით განხორციელდა.

დღის ამბები