07 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
თურქეთში საკურორტო სეზონი საფრთხის ქვეშაა - კუნძულ მარმარაზე ტყის მასივი იწვის

მარმარილოს ზღვის სანაპიროზე საკურორტო სეზონი საფრთხის ქვეშაა. კუნძულ მარმარაზე უკვე მეორე დღეა ტყის მასივი იწვის. მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

კუნძულზე ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. ცეცხლი დასახლებასაც მოედო. მაშველების ინფორმაციით, ამ დროისათვის განადგურებულია 5 საცხოვრებელი სახლი. ხანძარი სხვა სახლებსაც ემუქრება. რეგიონში ევაკუაცია მიმდინარეობს.

დღის ამბები