09 მაისი 2024,   01:40
ვრცლად
ხანძარი "გალერია თბილისში" - შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ - ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია განხორცილდა. ადგილზე  საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ გამწოვს მოედო, რის შემდეგაც კვამლი მთლიანად შენობაში გავრცელდა. 

სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებით, დღეს დილიდან სავენტილაციო სისტემის შემოწმება მოხდება. როდის აღადგენს ფუნქციონირებას სავაჭრო ცენტრი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები